ჩვენ შესახებ

OVS იტალიური ტანსაცმლის ლიდერი ბრენდია. მისი პირველი მაღაზია 40 წლის წინ პადუაში გაიხსნა. აქედან მოყოლებული OVS ხდება ყველაზე დიდი ბრენდი და უდაო ლიდერი იტალიის ბაზარზე. მისი სათაო ოფისი ვენეციაში მდებარეობს. OVS „სწრაფი მოდის“ მიმართულებას მიეკუთვნება და ისევე როგორც იტალიაში, საქართველოშიც ორ კვირაში ერთხელ განახლებად კოლექციას გთავაზობთ. OVS - ტანსაცმლის ინდუსტრიის ლიდერი იტალიურ ბაზარზე, ახლა მოდის საცალო გაყიდვებში ათვლის წერტილია. OVS ორიენტირებულია მუდმივად განახლებად, ხარისხიან და მოდურ კოლექციაზე შესაბამისი ფასებით, რაც შოპინგს ახალ დატვირთვას ანიჭებს.

OVS-ს პირველი მაღაზია თბილისში 2011 წლის 16 ივნისს პეკინის №10-ში გაიხსნა.