წესები & პირობები

ჩვენი მომსახურება

OVS-ის ონლაინ მაღაზია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ-გვერდის საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს ადგილზე მიტანის მომსახურება.
OVS - ის ელექტრონულ მაღაზიასთან ერთად ფუნქციონირებს ფიზიკური მაღაზიებიც, სადაც მომხმარებელს ადგილზე შეუძლია შეიძინოს პროდუქცია.

აქედან გამომდინარე, თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ ვებ გვერდზე სხვა დარეგისტრირებული ან/და მაღაზიაში ადგილზე მისული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს საიტიდან, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.

OVS არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენ შეძენის მომენტამდე, გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე იხილეთ ვებ გვერდზე ან დაარეზერვეთ ის თქვენს ელექტრონულ ჩანთაში.

იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად.


ანგარიშსწორება


OVS-ის ვებ-გვერდზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ბარათის მეშვეობით.

მიტანა & დაბრუნება

პროდუქციის მიტანა:
• თბილისის მასშტაბით მიტანა ხორციელდება შეძენიდან 1-2 დღის ვადაში
მიტანის ღირებულება - 5 ლარი;

• რეგიონებში მიტანა ხორციელდება შეძენიდან 2-4 დღის ვადაში
მიტანის ღირებულება - 7 ლარი

დაბრუნებისა და გაცვლის წესები:
• ქვედა საცვლები (ქვედა საცვლებში არ მოიაზრება საცურაო კოსტიუმები) დაბრუნებას ან/და გაცვლას არ ექვემდებარება
• ფასდაკლებით გაყიდული პროდუქტი გაცვლასა და დაბრუნებას არ ექვემდებარება
საქონლის დაბრუნება:
• საქონლის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მიღებიდან 24 საათის განმავლობაში
დაბრუნებისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს:
1. ნივთი ჩაუცმელ მდგომარეობაში
2. შესყიდვის დამადასტურებელი ორიგინალი ჩეკი
3. წინასწარ უნდა შეავსოთ გაცვლისა და დაბრუნების ფორმა

საქონლის გაცვლა:
საქონლის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იგივე ან მეტი ღირებულების საქონელში (შესაბამისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში) შეძენიდან 5 დღის განმავლობაში.
გაცვლისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს:
1. ნივთი ჩაუცმელ მდგომარეობაში
2. შესყიდვის დამადასტურებელი ორიგინალი ჩეკი
3. წინასწარ უნდა შეავსოთ გაცვლისა და დაბრუნების ფორმა

პროცედურა ხორციელდება „საქართველოს კანონის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ მიხედვით